პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დებატების ფორმატის შეცვლას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს დისკუსიაში პერმანენტულად ჩართვის საშუალება ექნებოდა

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს პერმანენტულად დისკუსიაში ჩართვის საშუალება ჰქონოდა.

დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომ პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, პერმანენტულ რეჟიმში დისკუსიაში ჩართულიყო, 50-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი გადახედავს თავის პოზიციას და პატივი სცემს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაუბრუნდება პლენარულ სხდომათა დარბაზს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა