ლონდონში ქართული ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალი - „კინოში ასახული ცხოვრება“ გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის ქართული ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალის - „კინოში ასახული ცხოვრება“ (Life Through Cinema) გახსნაში, რომელიც ლონდონში არსებულ პრესტიჟულ კინოთეატრ - Regent Street Cinema-ში იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალის ფარგლებში, ბრიტანელ მაყურებელს მიეცემა საშუალება, გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინო კლასიკისა და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს. ფესტივალის ფარგლებში შედგება, რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა.

„ფილმების ჩვენების გარდა, დაგეგმილია თემატური დისკუსიები კინოფესტივალის ფარგლებში ლონდონში მყოფი ცნობილი ქართველი კინორეჟისორებისა და მსახიობების მონაწილეობით. გარდა ამისა, ცალკეული ღონისძიებები მიეძღვნება ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს, ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ფესტივალის გახსნის ფარგლებში, ასევე გაიმართა გამოფენა - „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“.

ფესტივალი გაგრძელდება 8 მაისამდე და ის საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა