ირაკლი კობახიძე - ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და ორგანოებში საკუთარი თანამშრომლების დანიშვნა

ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და ორგანოებში საკუთარი თანამშრომლების დანიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი პრაქტიკა შეეხო საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მარეგულირებელ კომისიას.

„როდესაც საქმე ეხება ინსტიტუტების მიმართ უპასუხისმგებლო, არასწორ დამოკიდებულებას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებში და ორგანოებში საკუთარი თანამშრომლების დანიშვნა. შეგახსენებთ, ასეთი პრაქტიკა შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს. თავისი ორი თანამშრომელი დანიშნა მან საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე, უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მარეგულირებელ კომისიაში, რაც არის შემაშფოთებელი ტენდენცია. პრეზიდენტის მხრიდან თავისი თანამშრომლების გაგზავნა ყველგან, დამოუკიდებელ ორგანოში არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი პრაქტიკა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ცდილობდა შეექმნა კორექტული ადამიანის იმიჯი, თუმცა რისი კეთებაც არ სურდა მას პიროვნულად, ის თავის თანამშრომლებს აკეთებინებდა.

„მინდა გავიხსენო ის შეურაცხყოფები, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აყენებდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის წევრებს. არაერთხელ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომ მას სიტყვა არასდროს გაქცევია, თუმცა რეალობა განსხვავებული იყო. ის ცდილობდა თავისთვის შეექმნა კორექტული ადამიანის იმიჯი, თუმცა რისი კეთებაც არ სურდა მას პიროვნულად, ის აკეთებინებდა თავის თანამშრომლებს და ჩვენ გვახსოვს უმძიმესი შეურაცხყოფები პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საპარლამენტო მდივანი, მრჩევლები და ა.შ. ეს ნამდვილად არ შეშვენის საქართველოს პრეზიდენტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრაქტიკა სამუდამოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება