სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონულ შეხვედრებს იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონულ ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, 3-დან 5 მაისის ჩათვლით შეხვედრები გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, რეგიონული შეხვედრები იმ მემორანდუმის ფარგლებში იმართება, რომელიც აპრილში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმდა. დოკუმენტში გაწერილი პირობების შესაბამისად, შეხვედრების ორგანიზებაში რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ჩაერთნენ. მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში ბიზნეს წრეებთან კომუნიკაციაში ბიზნესომბუდსმენს სწორედ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა შეუწყობს ხელს.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, დაგეგმილი ღონისძიებები საინფორმაციო ხასიათისაა. ბიზნესომბუდსმენი რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პრობლემური საკითხების შესახებ კითხვები დასვან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ლექვინაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ბიზნესთან პირველი შეხვედრა სწორედ პალატის ხელშეწყობით გამართა, რომელსაც პალატის წევრი 100-მდე კომპანია ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა