გიორგი მარგველაშვილი - არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში

არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დებატების ფორმატის შეცვლას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პერმანენტულად დისკუსიაში ჩართვის საშუალება ექნებოდა.

მისივე თქმით, ის დეპუტატების გამოსვლებს მოისმენს. „მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული, რომ იქნებოდა პოლიტიკური დებატები. ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი, მინდა, ბოლომდე პასუხები გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მედიას შეგიძლიათ ამოიღოთ არაერთი შემთხვევა პარლამენტში პრეზიდენტების დებატის. დაბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, ეს არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მე მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხების მოსმენა მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლებს და მერე იმ საშუალებებით, რაც შემეძლება, შევეცდები საზოგადოებას პასუხები გავცე“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და დეპუტატების გამოსვლებს დარბაზში აღარ მოუსმინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა