ირაკლი კობახიძე - ამ ხუთწლიანი მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, კონსტიტუციის და ინსტიტუტების გარანტია, არ უნდა ამბობდეს აფხაზეთს და ოსეთს, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, - ამის ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა“.

„თუმცა, ამის საპირისპიროდ იყო არაერთი გამოსვლა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში და ესეც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა საბოლოო ჯამში ოპოზიციის პრეზიდენტი და ბოლო მოვლენებში, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც და გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც ასევე ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარგველაშვილის მოღვაწობის სამწუხარო მოვლენა იყო ე.წ. კინკლაობა და დღესაც მისი მოქმედება იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა