ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტ მარგველაშვილმა შეწყალების ბერკეტი ბოროტად გამოიყენა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგევლაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი: - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“.

“წარმოიდგინეთ, ესტონეთის ყველა პრეზიდენტს იმაზე ბევრად ნაკლები პატიმარი ჰყავს შეწყალებული, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ამერიკულ პრაქტიკას რომ შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი 80-ჯერ მოწყალეა, ვიდრე ბარაკ ობამა. გამოდის, რომ ან ბარაკ ობამა არის განსაკუთრებით გულქვა ადამიანი ან რაღაც ვერ არის საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკაში. რეალურად, ჩვენ უფრო მეორე დასკვნისკენ ვიხრებით. რომ ავიღოთ ბულგარეთის პრაქტიკა, ბულგარეთის პრეზიდენტმა ხუთი წლის განავლობაში 35 პატიმარი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა - ასჯერ მეტი, დაახლოებით 3 500 პატიმარი, უკრაინაში პრეზიდენტმა პოროშენკომ 2016 წელს 67 პატიმარი შეიწყალა. აქაც არის ასმაგი სხვაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების ბერკეტი ბოროტად არის გამოყენებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა