დაკავებული “გირჩის” წევრების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

პოლიტიკური პარტია “გირჩის” დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს, 12.00 საათზე გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა განუცხადა, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ. თუმცა ადვოკატმა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. სავარაუდოდ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სასამართლო პროცესზე თავს თავად დაიცავენ.

პოლიტიკური პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, აღნიშნული მეთოდით ხელისუფლება ცდილობს “გირჩის” წინააღმდეგ ააგოროს შავი პიარი, რაც პარტიის აქტივობებით არის განპირობებული. მისი თქმით, “გირჩი” ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით ბრძოლას არ შეწყვეტს და რომ ეს დაკავება მათთვის დამაბრკოლებელი არ არის.

ქალაქის მთავარ სამმართველოსთან ასევე იმყოფებოდა “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანიც, რომელმაც პარტიის ლიდერთა დაკავება მათ პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა