გორის საფეხბურთო სტადიონზე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

გორის საფეხბურთო სტადიონზე გუშინ გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დამტვრეულია ინვენტარი, სტადიონზე ქვებს ისროდნენ. აღნიშნულ სტადიონზე ეროვნული პირველობის მატჩი ფრედ დასრულდა. მოგვიანებით კი, გუნდების ფანკლუბებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორმა გია ისიანმა განუცხადა, რომლის დაქვემდებარებაშიც აღნიშნული სტადიონია, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„თბილისის დინამოს გულშემატკივარი სტადიონის ტერიტორიიდან პოლიციამ გააცილა. დაშავებული არავინ არის, დამტვრეულია ინვენტარი, სკამები“, - განაცხადა ისიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა