ზვიად კუპრავას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა ავტომობილი. მძღოლი ალკოტესტით გადამოწმების შემდეგ ნასვამი აღმოჩნდა, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა დაჯარიმებულიყო. გვერდზე მჯდომმა მისმა მგზავრმა ზ.კ -მ დაიწყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მათ შორის უცენზურო სიტყვების გამოყენება, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე გარშემომყოფების მიმართ. მას არაერთხელ მოუწოდეს დამშვიდებულიყო, თუმცა არ დაემორჩილა პოლიციელებს და მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, -განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა