პრემიერის განცხადებით, ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს.

“იქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის. 2013 წელს, როდესაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგა, ჩვენმა მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შვება მიიღო, თუმცა სულ პრობლემად რჩებოდა ქრონიკული დაავადებებისთვის მედიკამენტების შეძენა. ამ ინიციატივით მნიშვნელოვნად გაადვილდება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი პირველ ეტაპზე, წელსვე მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიონერებმა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს არ არის მომგებიანი ორგანიზაცია, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და ითვალისწინებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკითხზე ვრცელი განმარტება გააკეთოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა