გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის

საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე გადადის, - ამის შესახებ პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი დაინერგება.

„დღეს განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას და უფრო მაღალეფექტურია. ასევე, არის უფრო გამარტივებულიც. დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში. ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. „როზენბაუერი“ ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივ ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას. ეს იქნება პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს ასეთი ტიპის მანქანების გამართული წარმოება“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა