გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე - პოზიტივზე

მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე - პოზიტივზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა.

„3 მაისი არის თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. მინდა მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ თქვენი დღესასწაული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარშე“ ამ ცვლილებას აფასებს ძალიან დადებითად. 2011-2012 წლებში საქართველოს ამ ორგანიზაციის რეიტინგში ეკავა 105-ე ადგილი და დღეს გვიკავია 61-ე ადგილი. სხვათა შორის, არაერთ ევროპულ სახელმწიფოს ვუსწრებთ. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს დამოუკიდებელი და ასევე ობიექტური ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა წაანაცვლა საქართველო, 64-დან 61-ე ადგილზე გადავინაცვლეთ, რაც უდავოდ ძალიან კარგია. მინდა თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის მატერიალური, ის ამოძრავებს ეკონომიკას, ამოძრავებს ინვესტიციებს, ადამიანებს აძლევს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლოდინები ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს, მითუმეტეს, როდესაც მათ აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა