მირდატ ქამადაძე - ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოში მმართველ გუნდს კომენტარი არ გაუკეთებია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოში მმართველ გუნდს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმის საკრებულოს ინიციატივით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ბათუმის საკრებულომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართოს, რათა დროულად დაიწყოს გამოძიება საკრებულოს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე. მათი თქმით, საუბარია რამდენიმე დღის წინ, ციხისძირში, ხის გადატანის დროს ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოების წევრებზე ფიზიკურ ძალადობაზე.

"საზოგადოებამ იხილა, როდესაც ციხისძირში „ზონდერ ჯგუფები“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს თავს დაესხნენ. ფაქტზე არც ქობულეთისა და არც ბათუმის საკრებულოებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. პირადად ჩვენი ფრაქცია ინიციატივით შედის ბათუმის საკრებულოში, რათა უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს და ფიზიკური ძალადობის ფაქტი გამოიძიოს. თუ ყველა უწყება დაგმობს ძალადობას, ეს იქნება პრევენცია, რომ მშვიდობიანი აქციის დროს მოქალაქეებზე არ იძალადონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ბათუმის საკრებულომ განცხადება გააკეთოს მომხდარზე და მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა