წყლის დაბინძურების გამო, მე-15 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორი დღით შეწყდა

დიდუბის რაიონში მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ორი დღის განმავლობაში ვერ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაღების სააგენტოში განუცხადეს, გუშინ წყლის მილებიდან მღვრიე წყალი წამოვიდა, რის გამოც ბავშვები ბაღში 3 და 4 მაისს ვერ ივლიან. სააგენტოს ინფორმაციით, დაბინძურებული წყალი ბაღში არავის დაულევია და არც საკვები მომზადებულა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წყალი გაწმენდილია, თუმცა წყალს ბაქტერიული შემოწმება უტარდება და ვიდრე პასუხს არ მიიღებენ, მანამდე ბაღში სწავლა არ განახლდება.

„გუშინ, დღის მეორე ნახევარიდან ბაღში მღვრიე წყალი წამოვიდა, თუმცა ასეთი წყალი მხოლოდ საბავშვო ბაღში არ ყოფილა, არამედ კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოდიოდა. არ ვიცი რით არის გამოწვეული ეს პრობლემა. ბაღმა გამოიძახა კომპანია GWP-ი თავისი ლაბორატორიით და აიღეს წყლის სინჯი. როგორც დირექტორმა გვითხრა, ქიმიურ ელემენტებზე უკვე შემოწმდა წყალი და არ გამოვლინდა ქიმიური დაბინძურება, თუმცა რაც შეეხება, ბაქტერიულ დაბინძურებას, მის კვლევას დრო სჭირდება. დღეისთვის წყალი გაწმენდილია. მიუხედავად ამისა, ბაღების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ბავშვების ჯანმრთელობით არ გარისკოს და 72 საათის გამავლობაში, ანუ დღეს და ხვალ ბაღში აღსაზრდელები არ ივლიან. ვიდრე ანალიზის პასუხი არ მოვა, ვერ გავრისკავთ ბავშვების ჯანმრთელობით. გუშინ დილით სუფთა წყალი მოდიოდა, მომზადდა საუზმე და სადილი, სამხარის მომზადებისას ამღვრეული წყალი წამოვიდა. სამხარი არ ჩაგვივარდა, ვინაიდან წყალი ვიყიდეთ. “, - განაცხადეს ბაღების სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა