თბილისის მერიასთან სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მენაშენეები აქციას მართავენ

თბილისის მერიასთან სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მენაშენეები აქციას მართავენ. ისინი დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს"ერთ-ერთმა დაზარალებულმა თამარ მეხუზლამ განუცხადა, მათ ბინები სამშენებლო კომპანიისგან უკვე ჩაბარებული უნდა ჰქონოდათ, თუმცა კომპანიამ მშენებლობის პროცესი შეწყვიტა და მიზეზად დაასახელა, რომ მშენებლობის ნებართვას თბილისის მერია არ აძლევს. როგორც თამარ მეხუზლამ განაცხადა, "სვეტის" ამ პასუხის მათ არ სჯერათ.

"ჩვენ გვინდა ბატონ კახა კალაძესთან შეხვედრა, ვინაიდან კომპანია "სვეტის ჯგუფის" წარმომადგენლებისგან ისმის მხოლოდ სიტყვიერი მიზეზები მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. მშენებლობა უკვე ორი წელია შეჩერებულია ყველგან - ჭყონდიდელის, მირცხულავასა და ნუცუბიძის ქუჩებზე, ასევე ბათუმშიც. ამჯერად აბრალებენ იმას, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის ნებართვები არ გააჩნიათ, ჩვენ ამის არ გვჯერა, რადგან 2017 წლის 21 ნოემბერს ჯერ კიდევ დამატებითი კაპიტალის ძიებაში იყვნენ. შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე ოფიციალური ინფორმაცია. გვინდა, რომ შეგვხვდნენ მერიის წარმომადგენლები დამფუძნლებლებთან ერთად, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია გახდეს ცნობილი“, - განაცხადა თამარ მეხუზლამ.

ამასთან, კიდევ ერთი დაზარალებული მენაშენის განცხადებით, ყურადღებას საპატრიარქოსგანაც ითხოვენ, რის გამოც ხელმოწერებსაც აგროვებენ.

"საპატრიარქოს სახელზე ვაგროვებთ ხელმოწერებს იმიტომ, რომ მოგვაქციონ ყურადღება.როდესაც ეს პროექტი იწყებოდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იყო ბინების შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ ნდობით ბევრმა ემიგრანტმა შეიძინა "სვეტისგან" ბინები. ახლა ვითხოვთ საპატრიარქოც გაეცნოს ჩვენს პრობლემას და მოგვაქციონ ყურადღება", - განაცხადა ბაია მაზანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა