პარლამენტი დღეს დაამტკიცებს ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერების ადგილებზე იქნება ნებადართული

პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა და დღესვე კენჭისყრით საბოლოოდ დაამტკიცებს ცვლილებებს, რომლის მიხედვით, თბილისში, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე იქნება ნებადართული.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, თბილისის მთავრობამ საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.

გათვალისწინებულია ფინანსური ჯარიმებიც. კერძოდ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ავტობუსების გაჩერებების ადგილებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ან დგომა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება.

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა