დავით ბაქრაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ უნდა გაუქმდეს გადასახადები და ხელი შეეწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას

,,ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ უნდა გაუქმდეს გადასახადები და ხელი შეეწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, თუმცა კანონპროექტში ბევრი რამ არ არის გათვალისწინებული.

„კარგია, რომ მთავრობამ სწორი მიმართულებით გადმოდგა ნაბიჯი და ამ გეგმის ნაწილს ახორციელებს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად, აუცილებელია დღგ - ს გადახდის ზღვრის გაზრდა, აუცილებელია სიმბოლური გადასახადის 1 % -ის ბოლომდე გაუქმება, რადგან საგადასახადო სამსახურს არ ჰქონდეს ბერკეტი დააშინოს მცირე ბიზნესი. არის ბევრი ინიციატივა რომელიც არ არის გათვალისწინებული მთავრობის კანონპროექტში და „ევროპული საქართველო“ ალტერნატივის სახით აყენებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა