"ცენტრ პოინტის" მშენებლობისგან დაზარალებულები მთავარ პროკურორს შეხვდნენ

"ცენტრ პოინტის" მშენებლობისგან დაზარალებულები მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ძირითადად მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ეხებოდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ირმა თხელიძემ განაცხადა, დაზარალებულები წინააღმდეგი არიან, რომ რჩეულიშვილთან საპროცესო გარიგება დაიდოს იქამდე, ვიდრე "ვილა რეზიდენსთან" და მ2-თან დადებული ხელშეკრულებები არ ამოქმედდება და მშენებლობები არ განახლდება.

"მივაღწიეთ იმ შეთანხმებას, რომ ვიდრე წინაპირობები არ შესრულდება, საპროცესო გარიგებაზე საუბარი არ იქნება. მიმდინარეობს ისევ მოლაპარაკებები. პროკურატურა გაესაუბრება მეორე მხარესაც. ამ შემთხვევაში პროკურატურა არის მედიატორის როლში. წინაპირობები უნდა შეასრულოს "ცენტრ პოინტმა", რათა, "ვილა რეზიდენსსა" და მ2-თან გაფორმებული ხელშეკრულებები ამუშავდეს. იქ არის რაღაც მერიის და სახელმწიფოს შესასრულებელი. ყველაფრის შესრულების შემდეგ დაიწყებს მოქმედებას ხელშეკრულება. ამ ყველაფრის შემდეგ სავარაუდოდ მოვილაპარაკებთ "ცენტრ პოინტთან" რაღაცაზე, რომ საბოლოო შედეგი დადგეს ჩვენთვისაც. როცა საქმის კეთება დაიწყება ამ შემთხვევაში დავთანხმდებით მაია რჩეულიშვილის გამოშვებას", - განაცხადა ირმა თხელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა