გორის მერიის ხელშეწყობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ზემო ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის სკოლაში ჭრა-კერვის შემსწავლელ წრეს აფინანსებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის სოფლის 16 ბავშვი ჭრა-კერვას უფასოდ შეისწავლის. მოსწავლეები შეკერავენ საეკლესიო დანიშნულების ტანსაცმელს, მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების გამოფენებში და დაამზადებენ სასაჩუქრე ნივთებს. ხალხური რეწვის განვითარების მიზნით, მიმდინარე პროექტის საფუძველზე, სკოლის დირექცია გეგმავს საკერავი ქსოვილების ადგილზე წარმოებასაც.

პროექტის მიზანია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, შეიქმნას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პროფესიის შესწავლისა და შესაძლებლობების რეალიზების ხელშემწყობი გარემო.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან 4 300 ლარით აფინანსებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჭრა-კერვის წრის გარდა კიდევ 5 პროექტი ფინანსდება, მათ შორის, ტრადიციული კერამიკისა და ტიხრული მინანქრის შემსწავლელი წრეები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა