ქობულეთში ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ერთი კვირის წინ მიიღო, როდესაც ტურისტული სეზონის დადგომამდე, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

მათივე განმარტებით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო.

მათი ინფორმაციით, ქობულეთში, განახლებული სამუშაო პროცესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. ზურაბ პატარაძის თქმით, ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

“პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

მაია ცქიტიშვილი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაოს დასრულების კონკრეტული გეგმა-გრაფიკი მოითხოვა.

იმისთვის, რომ საზაფხულო სეზონის დადგომამდე პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულება მოესწროს, 1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ჩართვა გადაწყდა.

ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა