აზიური ფაროსანას მონიტორინგთან დაკავშირებით წამყვანი იტალიელი სპეციალისტები სწავლებას ატარებენ

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხაში, მეთხილეთა ასოციაციის ოფისში აგრონომებისთვის, სპეციალისტებისა და ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მავნებლის ბიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით სწავლება გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სწავლება წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ ჩაატარეს.

„შეხვედრაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, კომპანია „აგრიჯორჯიას“ წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების განხილვა, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების დანერგვასა და გამოყენებას უზრუნველყოფ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც. აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს 200 წერტილში განათავსებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა