გიორგი მარგველაშვილი - პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, მე ორი წლით ადრე გავეცი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ორი წლის წინ აქვს გაცემული პასუხი იმაზე, თუ რატომ შეუზღუდეს მას სიტყვის თავისუფლება გუშინ პარლამენტში.

როგორც პრეზიდენტმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, პასუხი იმაზე, რატომ არ შეუძლიათ პრეზიდენტის მოსმენა, ძალიან ნათელია და დეპუტატების კითხვებიდანაც ჩანდა.

„პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, მე ორი წლით ადრე გავეცი, როცა პირველად მივედი ამ პარლამენტში და ვუთხარი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთდროულად დიდი შესაძლებლობაცაა და ამავე დროს დიდი საშიშროებაც. ამას ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალყურს - „საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია უნდა არსებობდეს და მხოლოდ ერთი პარტია უნდა საუბრობდეს თავის სიმართლეს“. აქეთ მიდის ქვეყანა და ამაზე ვუთხარი, ბოლო წინადადებით, რითაც მივმართე პარლამენტს - ქვეყნის სტაბილურობისთვის და ასევე თქვენი, როგორც მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის, მიხვდით რომ ზეჭარბი ხელისუფლება მოიპოვეთ, რომელსაც თქვენ ვეღარც იყენებთ. ეს თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პასუხი იმაზე, რატომ არ შეუძლიათ ჩემი მოსმენა, ძალიან ნათელია და კითხვებიდანაც ჩანდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა