ანონსი 9 მაისი

9 მაისს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ნახატების გამოფენა, თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ მოეწყობა.
9 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში, კოალიციის „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრები გამართავენ საჯარო დისკუსიას, თემაზე „უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხების მაუწყებლობა საქართველოში?“.
საკონტაქტო პირი ნინი მეტრეველი - 593 733 337

























