ფლორენციასა და ბარში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და კომპანიებმა: „ინექსფონი" "ინტელექსპრესი", "ინექსგრუპი" და"გიუაანი" იტალიის ქალაქებში, ფლორენციასა და ბარში ქართული წიგნის კუთხეები გახსნეს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სამრევლოში და ბარის ქართულ საკვირაო სკოლა „აისი“-ში ქართული ბიბლიოთეკა გახსნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ქართული ბიბლიოთეკები უახლესი ლიტერატურით დაკომპლექტდა.

ერთი წლის წინათ ,,ინტელექსპრესის“, „ინექსფონის"და მათი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით ქართული წიგნის კუთხეები რომსა და მილანშიც გაიხსნა.

ასევე, იტალიაში ქართული ბიბლიოთეკების გახსნის მხარდამჭერია გადამზიდი კომპანია „MEGREX“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე