4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა

მიმდინარე წელს, 4 თვის განმავლობაში ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებიდან რეადმისიას საქართველოს 1 260 მოქალაქე დაექვემდებარა.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით, რეადმისიის მოთხოვნით მიღებულია 1290 განაცხადი, აქედან 1260-ს თანხმობა ეთქვა, 30-ს (2,3%) - უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 854 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდიან საფრანგეთი (105), ჰოლანდია (102), ავსტრია (88), შვედეთი (29), საბერძნეთი (21).

აღსანიშნავია, რომ რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე ანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში რეადმისირების ხარჯები ანაზღაურებულ იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს საქართველოში რეადმისიის შეთანხმების ფარგლებში დაბრუნებულ პირთა მონაცემებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა