ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა

სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ გუშინ, საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დამატებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილია ის ფაქტები, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზას არ უსაუბრია.

"მესამე დღეა გრძლედება ნიკოლეიშვილის დაკითხვა. რა ექსპერტიზის პასუხებიც წარმოადგინა მაია ნიკოლეიშვილმა, აბსოლუტურად გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორი დანის გამოყენებას ჩემი შვილის სხეულზე, რომელიც საქმის მასალებში დევს. აქ იკვეთება გარკვეული საგნები, რომლითაც ჩემს შვილს სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, რაც სამხარაულის ექსპერტმა დამალა. დამალა ჭრილობების ის ფოტოსურათებიც, რომელიც მაია ნიკოლეიშვილმა წარმოადგინა, სადაც არის ჭრილობები სამკუთხა ფორმის და ზიგზაგის ფორმის. ეს დამალა ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა