გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 28 მაისს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, კოჯორის, ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა