პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვარშავაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ ასამბლეის სამოქალაქო განზომილებისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა.

ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას ეკისრება. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საფრთხის შემცველია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და სხვა. საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა