სამეგრელოში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გააყალბეს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი გამოყენებით მოტყუებით დაირეგისტრირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 11 000 მ2 და 13 000 მ2 მიწის ნაკვეთები. ამ ეტაპზე, მოტყუებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: სამეგრელოში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა