აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთი საკითხი განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. ძირითადი მოხსენების შემდეგ მინისტრმა ბიუჯეტის ცალკეულ პარამეტრებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და გარდამავალ ნაშთთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ავთანდილ მესხიძე, მინისტრის მოადგილე - რუსლან ქორიძე და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე - ვახტანგ ბაგრატიონი ესწრებოდნენ. მათ ჯიშთგანახლების მიზნით მოსახლეობის ნერგებით უზრუნველყოფის, ფაროსანასთან ბრძოლის და რიგ სხვა პროგრამებთან დაკავშირებით კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხეს.

ავთანდილ მესხიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონში 8 პროგრამა და მათში შემავალი 19 ქვეპროგრამა ხორციელდება.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა