ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დედა - ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, რაც მაია ნიკოლეიშვილმა ილაპარაკა

ჩემს შვილთან მიმართებაში ერთი დანა ფიგურირებს, მე რა ვერსიაც ვიცი, იმ ვერსიას როგორც კი არ დაემთხვევა პროკურატურის და დაცვის მხარის ვერსია, იქ მიფრთხილდეს ყველა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ განუცხადა. მოკლული მოზარდის დედა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომებზე ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით შეურაცხყოფილია.

"მე თვითონ სამედიცინო მაქვს დამთავრებული და მე მესმის რაც მან ილაპარაკა. მაია ნიკოლეიშვილს ეგონა, რომ ჩვენ ძალიან გაუნათლებლები ვისხედით დარბაზში და ვერ გავიგებდით მის ლაპარაკს. განსაკუთრებით აღმაშფოთა იმან, რომ დაასკვნა, თურმე მაკრატლითაა ჩემი შვილი მოკლული. როგორ შეიძლება იქ მაკრატელი ყოფილიყო გამოყენებული. ელემენტარულად თუ ხარ პროფესიონალი, ამას არ იტყვი და საუბარია ორი 16 წლის ბიჭის სიცოცხლეზე. რაღაც პასუხისმგებლობა უნდა გეკისრებოდეს. ქალია და დედაა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო რაც მაია ნიკოლეიშვილმა ილაპარაკა", - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან ამ დრომდე დუმდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურასთან კითხვები არ აქვს.

"ჩემ შვილთან მიმართებაში ერთი დანა ფიგურირებს. მე რა ვერსიაც ვიცი, იმ ვერსიას როგორც კი არ დაემთხვევა პროკურატურის და დაცვის მხარის ვერსია, აი იქ მიფრთხილდეს ყველა. ჩემს შვილს არ გაეკაროს არავინ. ჩემთვის გგონიათ ადვილია აქ რომ ვზივარ 6 თვეა? გგონიათ პროკურატურასთან არ მაქვს კითხვები? მე პირველ რიგში პატივს ვცემ ჩემი შვილის ღირსებას. ჩემი 16 წლის ბიჭს მეტი ღირსება ჰქონდა, ვიდრე აქ, მასზე უფროსებს. არ დავინახო ვინმემ მითხრას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო. მე შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ვიცოდე, რაც პროკურატურამ არ იცის. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო. ჩემს შვილთან მიმართებაში ოფიციალურ ვერსიას ვეთანხმები", - განაცხადა მოკლული მოზარდის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა