"ნაცმოძრაობა" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას ეთანხმება

"ნაციონალური მოძრაობა" ეთანხმება "ევროპული საქართველოს" ინიციატივას, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ პარლამენტს 20-ჯერ შესთავაზა სხვადასხვა საკითხზე კომისიის შექმნა, თუმცა 20-ჯერვე უარი მიიღო.

„სამწუხაროდ, მათ აქვთ ასეთი ტაქტიკა, ვაცადოთ გამოძიებას, მაგრამ გადის დრო და აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. ვფიქრობ, ასევე მოექცევიან ამ დადგენილებას. მაგრამ მგონია, რომ ინიციატივა იყო სწორი, გაიმართა მასშტაბური აქცია და იქნებ ამ ფაქტორის გამო მაინც მოხდეს ამ კომისიის შექმნა", - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა