„ევროპული საქართველოს“ წევრი - საშიში ტენდენციაა, როდესაც თავისუფლების შეზღუდვის სფერო ფართოვდება

საშიში ტენდენციაა, როდესაც თავისუფლების შეზღუდვის სფერო ფართოვდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, კიკნაველიძე გამოეხმაურა ინიციატივას, რომლის თანახმად, ფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, რომლებსაც აქციებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის შეზღუდვა აქვთ.

“ლეგიტიმურია, როდესაც პოლიციელებს და ჯარისკაცებს შეზღუდული აქვთ მანიფესტაციების მოწყობის თავისუფლება, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფართოვდება იმ სფეროების და იმ ადამიანებისა სივრცე, რომლებსაც ეს უფლება შეეზღუდებათ. მაგალითად ასეთი არის მეხანძრე, მეტყევე, რომელიც ტყეში თოფით იცავს, რომ უკანონოდ ხე არავინ მოჭრას, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს და მას აქვს უფლება მშვიდობიანად გააპროტესტოს მისთვის მნიშვნელოვანი თემა. ამიტომ ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით მომეტებული სიფრთხილე გვჭირდება ყველას იმიტომ, რომ საშიშია თავად ტენდენცია, როცა თავისუფლებების შეზღუდვის სფერო ფართოვდება“, - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა