Euronews-ზე გუდაურის ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტი მომზადდა

Euronews-ზე გუდაურის ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტი მომზადდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საათნახევრიან რეპორტაჟში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი ხარისხის თოვლის საფარს და სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას.

მათივე ცნობით, გუდაურში Euronews-ის ჟურნალისტმა თხილამურით ისრიალა და ექსტრემალური შესაძლებლობები პარაგლაიდერითაც გამოსცადა.

გუდაურის შესახებ რეპორტაჟი Euronews-ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გუდაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ანტიკრიზისული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი სწორედ Euronews-ზე გუდაურის შესახებ რეპორტაჟის მომზადებაა, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე კურორტის იმიჯის ამაღლება.

„Euronews-ზე დამზადებული სიუჟეტი გუდაურის შესახებ მილიონობით ადამიანმა ნახა და ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუთხარით, თუ როგორი სამთო-სათხილამურო კურორტი გვაქვს, ამავდროულად ეს რეპორტაჟი გამოყენებული იქნება 2018/19 წლების ზამთრის კამპანიებისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა