აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე მხარდამჭერი აქცია გამართება

თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციები, ხვალ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნუსს“ „ადამიანის უფლებათა სახლიდან“ აცნობეს, 29 მაისს ზუსტად ერთი წელი სრულდება თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებიდან.

სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. დაგეგმილი საპროტესტო აქცია დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა