ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - პროკურორი ინა გუგუშვილი თმების დაგლეჯით დამემუქრა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მას პროკურორ ინა გუგუშვილთან 26 მაისის პროცესამდეც ჰქონდა მცირე ინციდენტი. ადვოკატ ინგა შარაშენიძის თქმით, მანამდე პროკურორი გუგუშვილი მას „თმების დაგლეჯით დაემუქრა“.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, როდესაც მას გამოკითხვაზე დაიბარებენ, ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

"მედიით შაბათის ინციდენტის მხოლოდ ნაწილი გავიდა. მას წინ უძღოდა ბევრად დიდი ინციდენტი, რომელიც გადაღებული არაა და ეს პირველი შემთხვევა არაა. გამოკითხვაზე როდესაც დამიბარებენ აუცილებლად დავადასტურებ, რომ ერთ-ერთ პროკურორთან პირადად მე მქონდა მანამდე ინციდენტი. მას ხასიათში აქვს, რომ ადამიანებს ემუქრება, შეურაცხყოფას აყენებს. მე მქონდა სხვა შემთხვევა, როდესაც ქალბატონი ინა გუგუშვილი დამემუქრა თმების დაგლეჯით ამავე საქმეზე შესვენებაზე როცა ვიყავით გამოსულები. მე და ქალბატონი ინა ვიყავით, როცა მე ვიხუმრე არა მასზე, არამედ სრულიად სხვა ადამიანზე და მისი რეაქცია იყო, რომ თუ მოვიდოდა, საერთოდ თმებს დამაგლეჯდა", - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 26 მაისის პროცესზე პროკურორებს სასამართლოში ცივი იარაღიც ჰქონდათ მიტანილი.

"პროკურორებს შაბათს ნამდვილად ჰქონდათ დანა და მაკრატელი. ისინი თითქოს იყვნენ ექსპერტები და სურდათ ჩაეტარებინათ საგამოძიებო ექსპერიმენტი. წარმოადგინეს ტანსაცმელების ნაჭრები და სასამართლოსთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ეს საგანი ისეთ დაზიანებას არ აყენებდა რამეს, რაზეც ექსპერტიზის დასკვნაში იყო საუბარი. ამაზე მე გამოვთქვი პროტესტი, ვინაიდან ამ ექსპერიმენტით ისინი საკუთარ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ", - განაცხადა შარაშენიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა