გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დიღმის მასივის III კვარტლის და დიდუბის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დიღმის მასივის III კვარტლის და დიდუბის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება დღესვე, 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, სამშაბათს, 29 მაისს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, სამტრედიის ქუჩის №13, №15, №17, აგლაძის ქუჩის №37, №37ა, №39ა, №39ბ, გაფრინდაულის ქუჩის №6, გვეტაძის ქუჩის №4, №6, №8, №10, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის №5ა-1 და აკაკი წერეთლის გამზირის №48-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, 29 მაისს, დილის 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის III კვარტლის №11, №12, №13, №14, №20, №26, №27, №32, №33 და №34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“ , - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა