ევროკავშირის ორგანიზებით, პროექტის “ენერგია და ბიომასა“ პოპულარიზაციის მიზნით, მოლდოვაში ჟურნალისტებისთვის პრესტური გაიმართა

მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში ევროკავშირის მიერ დაფუძნებული EU4Energy ინიციატივის ფარგლებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების წარმომადგენლების - ქართველი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, სომეხი და უკრაინელი ჟურნალისტების მონაწილეობით რეგიონული პრესტური გაიმართა.

პრესტური მიეძღვნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ენერგია და ბიომასა“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ბიომასის გამოყენების პოპულარიზაციას.

მოლდოვაში ბიომასა ყველაზე ადვილად მოსაპოვებელ და განახლებად ენერგოწყაროს წარმოადგენს.

როგორც პრესტურის მონაწილეებთან შეხვედრაზე მოლდოვაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ ალექსანდრ დარასმა განაცხადა, პროექტმა მოკლე დროში მოლდოვას ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა.

"2009 წელს, როდესაც ჩვენ ეს პროექტი წამოვიწყეთ, მოლდოვის ენერგობაზარზე განახლებადი ენერგიის წილი 5%-ს შეადგენდა, დანარჩენი 95% კი რუსეთიდან იმპორტირებულ გაზსა და ნავთობზე მოდიოდა. 2017 წლის მონაცემებით, განახლებადი ენერგიის წილმა 15% შეადგინა, რასაც რამდენიმე სახის დადებითი ეფექტი მოჰყვა", - განაცხადა ალექსანდრ დარასმა.

პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, ბიომასის წარმოებისა და გამოყენების შედეგად, პირველ რიგში, ბაზარზე ენერგიის ალტერნატიული წყაროების წილი გაიზარდა, რაც ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ბიომასის წარმოებამ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა, ხოლო თანხა, რომელიც მანამდე ენერგორესურსების იმპორტს ხმარდებოდა, ახლა მოლდოვაში რჩება. ამასთან, შემცირდა გარემოსთვის მიყენებული ზიანიც, ვინაიდან მწვანე ენერგეტიკას გარემოსთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს.

პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე დაათვალიერეს სხვადასხვა საჯარო დაწესებულები - სკოლები, ბაღები, რაიონული ცენტრების ადმინისტრაციები, რომელთა ენერგომომარაგება მთლიანად განახლებადი ენერგიის ხარჯზე მიმდინარეობს, გაეცნენ ბიომასის წარმოების პროცესსა და ამ მიმართულებით მომუშავე ბიზნესმენებს შეხვდნენ.

ბიომასის პროექტი ძალიან წარმატებული იყო მოლდოვაში და აქტიურად შუქდებოდა ადგილობრივი მედიის მიერ. პროექტის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა მიესადაგება მეზობელ ქვეყნებში არსებულ რეალობას, სადაც ასევე იწყება ბიომასის პოპულარიზაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა