მთავარი პროკურატურა - ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეკუთვნის

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია აღნიშნული საქმის შესახებ კანონის ფარგლებში.

პროკურორმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სულ ადგილიდან ამოღებულია 22 ობიექტი.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები, ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავთ ბრალდებულ გ.ჯ-ს შავტარიანი, გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა როგორც ერთ-ერთი მოკლულის, დ.ს-ს ბიოლოგიური პროფილი, ასევე ბრალდებულის ბიოლოგიური პროფილი. ამით ცალსახად დგინდება, რომ ხსენებულმა ბრალდებულმა მიაყენა დაზიანებები აღნიშნული დანით.

ასევე ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელსაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით სხვა მაკრატელი ან რაიმე საგნის არსებობა არ დგინდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა