პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე - უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს ჭრილობა დანით მიაყენა

უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით ჭრილობა მიაყენა, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნული დანის გადამალვა ერთ-ერთ პირს დაავალა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა გამოძიების მიერ.

„შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები და მათმა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები.

ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ.-ს დანაზე. საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისათვის ბრალდებული გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული ხელსახოცში გახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა მოკლული ლ.დ-ს და ბრალდებული გ.ბ-ს ბიოლოგიური მასალა. ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე რომელშიც გადახვეული იყო აღიშნული დანა, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა, რითაც უტყუარად დადგინდა, რომ ამ ბრალდებულმა გ.ბ-მ დანით ორივე მოკლულს მიაყენა ჭრილობა.

საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურა. მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნით რომელსაც გააჩნია ერთ მხარეს ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეს ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად“, -განაცხადეს პროკურატურაში.

ამასთან, პროკურორმა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სულ ადგილიდან ამოღებულია 22 ობიექტი.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები, ჯამში 22 ობიექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავთ ბრალდებულ გ.ჯ-ს შავტარიანი, გასაშლელი დანა სისხლის ლაქებით. ხსენებულ დანაზე გამოძიების მიერ ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დანაზე აღმოჩნდა როგორც ერთ-ერთი მოკლულის, დ.ს-ს ბიოლოგიური პროფილი, ასევე ბრალდებულის ბიოლოგიური პროფილი. ამით ცალსახად დგინდება, რომ ხსენებულმა ბრალდებულმა მიაყენა დაზიანებები აღნიშნული დანით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა