მთავარი პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილი დავით სარალიძის ინციდენტში თანმხლებმა პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს

გარდაცვლილის, დ.ს.-ის თანმხლებმა არც ერთმა პირმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც შეეხება ბრალდებულის თანხმლებ ოთხ პირს, მათ მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ და გამოიყენეს, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე ისაუბრა.

როგორც პროკურორმა განმარტა, სულ საქმეზე 100-ზე მეტი პირი გამოიკითხა, თუმცა გამოძიებასთან მხოლოდ რამდენიმემ ითანამშრომლა.

„საქმეზე დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე. მათ შორის, უშუალოდ ინციდენტში მონაწილე სკოლის 14 მოსწავლე, რომელიც ახლდნენ გარდაცვლილ დ.ს-ს. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაწოდა გამოძიებას საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე დაიკითხა ჩხუბში მონაწილე მეორე მხარე. ბრალდებულის თანმხლებმა 4 არასრულწლოვანმა რეალურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ და გამოიყენეს. მათი აქტიურად თანამშრომლობის შედეგად ცხელ კვალზე მოხდა მკვლელობის გახსნა და მკვლელობის ჩამდენი პირების დაკავება. აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულმა წინასწარი გამოძიების ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება და არ მომხდარა მათი დაკითხვა. მათ სასამართლოში ჩვენება მხოლოდ მათი დაკავებიდან 6 თვის შემდეგ მისცეს. ამ ჩვენებების სანდოობას პროკურატურა შეაფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა