უილიამ კორტნი - აშშ-ს დათანხმების შემდეგ, საქართველოს შეუძლია, ნატო-ს სხვა მოკავშირეებიც დაითანხმოს იარაღის მიყიდვაზე

პოლიტიკური პარტია უფრო მდგრადი იქნება და მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, თუ ის დაეფუძნება ღირებულებებს და არა ქარიზმატულ ლიდერს, ან მდიდარი დონორის შემწეობას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ტრამპის ადმინისტრაცია ამავე ორპარტიული პოლიტიკის გამგრძელებელია. საქართველომ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს ახალ სამხედრო წვრთნებში, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ახლა, როცა აშშ დათანხმდა, საქართველოს მაღალი ხარისხის მომაკვდინებელი თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს, საქართველოს შეუძლია, ნატო-ს სხვა მოკავშირეებიც დაითანხმოს იარაღის მიყიდვაზე. რადგან ნატო-ს პრიორიტეტი წევრი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებაა, საქართველო ამ მიმართულებით მეტის გაკეთებას უნდა შეეცადოს“, - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

მისივე თქმით, მეტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება უნდა მოხდეს დემოკრატიის, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის გაღრმავების ხარჯზე.

“პოლიტიკური პარტია უფრო მდგრადი იქნება და მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, თუ ის დაეფუძნება ღირებულებებს და არა ქარიზმატულ ლიდერს, ან მდიდარი დონორის შემწეობას“, - აღნიშნა ყოფილმა ელჩმა.

მანვე ისაუბრა მუხთარლის საქმეზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიება.

„პრესაში გავრცელებულმა ცნობებმა გააძლიერა ეჭვი, რომ გატაცებაში საქართველოს სპეც-სამსახურები მონაწილეობდნენ, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, უილიამ კორტნი მიიჩნევს, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში, მნიშვნელოვანი მიღწევაა.

“რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში, მნიშვნელოვანი მიღწევაა. დასავლეთს სურს, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. მაშინაც კი, როცა საქართველო რუსეთის აგრესიას იგერიებს, პრაგმატულ თანამშრომლობას გაუგებრობების, ან სხვა პრობლემების რისკის შემცირება შეუძლია, რაც თავის მხრივ, უსაფრთხოების რისკების შემცირებასაც ნიშნავს“, - აღნიშნა კორტნიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა