ნიკა მელია - სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულების ზარალის ასანაზღაურებლად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სპეციალური ფონდი შეიქმნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს ზარალს აუნაზღაურებს, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, საბანკო ვალებზე გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი.

“დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, იკარგება სამუშაო ადგილები, პენსია არცერთი თეთრით არ იზრდება, უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს უსამართლოდ უხსნიან დახმარებას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, ნადგურდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ. ყველაფერ ამის ფონზე კი ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება. დღეს ყველა ობიექტურად განწყობილი მოქალაქე ხედავს, რომ ივანიშვილის ვიწრო კლანური მმართველობა და მასთან უკანონო გარიგებაში მყოფი სამი ძირითადი ბანკი ძარცვავს ქვეყნის ეკონომიკას და აბუჩად იგდებს მოქალაქეებს. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყებს აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ აქედანვე გამოავლინოს და აღრიცხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და სხვა ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება. ეს სახელმწიფო ფონდი 2.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება და ამ ფონდით მოხდება ყველა დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება. ასევე გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი საბანკო და მიკროსაფინანსოები ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით. როდესაც ვახსენებ დაზარალებულებს, ვგულისხმობ არამხოლოდ მევახშოკრატიით დაზარალებულებს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სამსახური, არ გადაუხადეს განაცდურები, ამ მოქალაქეებს აღნიშნული ფონდიდან დავაკმაყოფილებთ და დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ასევე, ადამაიანების მდგომარეობა, რომელთაც მიადგათ ზარალი, მაგალითად ბაზრობის დაწვით, დეტალურად იქნება შესწავლილი მომდევნო თვეების განმავლობაში.

„შესაბამისი ღონისძიებების შემდეგ მათ გადაეცემათ საგარანტიო სერთიფიკატი, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს, ნიშნიად იმისა რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ სპეციალური სახლემწიფო ფონდიდან სახელწმიფო მათ აუნაზღაურებს ზიანს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა