ნათია მეზვრიშვილი - არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებენ

რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – პოლიციელთა მხრიდან მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას, რასაც კანონი ითვალისწინებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, საპროცესო მოქმედების მონაწილეები საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ და ასეთ შემთხვევაში კანონი საგამოძიებო მოქმედებების იძულებით ჩატარებას ითვალისწინებს.

„ადვოკატი თავად ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ის ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ადვოკატს. ეს არის არაეთიკური საქციელი, არ შეიძლება პოლიციელების და სამართლდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მესმის, რომ ვიდეოში არის ბრალდებულის განწირული ხმით კვილი და წივილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, ვინც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ნიმუშის აღება აუცილებელი იყო, რათა დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, ზედმეტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა