საქართველოს საგარეო უწყებაში ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 15:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააავრცელა.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, - ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა