სალომე სამადაშვილი - სირიის დღევანდელი რეჟიმი რუსეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებს

ეს იმის არაპირდაპირი შედეგიცაა, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რუსეთს, გასული წლების მანძილზე არც ერთხელ არ მოუწია პოლიტიკური ფასის გადახდა ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სირია რუსეთის მოკავშირეა, ახლა მთავარია საქართველომ მთელი სართაშორისო ასპარეზი გამოიყენოს იმისთვის, რომ სირიის მსგავსად სხვა ქვეყნებმაც არ „აღიარონ“ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ „აღიარება“ მოხდა ასადის ხელისუფლების მიერ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, კანონგარეშე მოთამაშეა საერთაშორისო ასპარეზზე. ვიცით, რა მდგომარეობაა სირიასთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი რეჟიმი, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და რუსეთთან ერთად საერთაშორისიო ნორმების ერთ-ერთი მთავარი დამრღვევია, რა თქმა უნდა, მოქმედებს რუსეთის დაკვეთის შესაბამისად. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმის არაპირდაპირი შედეგიცაა, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რუსეთს, გასული წლების მანძილზე არც ერთხელ არ მოუწია პოლიტიკური ფასის გადახდა ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, რუსეთმაც ფაქტობრივად საკუთარი პოლიტიკური ამოცანა განახორციელა წარმატებით. საინტერესოა, ჩვენმა დიპლომატიურმა სამსახურმა რა ძალისხმევა გასწია, რომ ამისთვის ხელი შეეშალა, თუ ჰქონდათ საერთოდ ინფორმაცია, რომ ასეთი რაღაც მზადდებოდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი შეხვედრების გამართვა და იმის ანალიზი, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

„საჭიროა ანალიზი, როგორ უნდა აღკვეთოს საქართველომ საკუთარი დიპლომატიური ძალისხმევისა და საკუთარი მოკავშირეების დახმარებით, ვინაიდან საფრთხე იმისა, რომ შესაძლოა სხვამაც „აღიაროს“ ეს ტერიტორიები „დამოუკიდებლებად“, რა თქმა უნდა არსებობს. რუსეთი შეეცდება, სირიის რეჟიმის აღიარებას მოჰყვეს სხვა აღიარებებიც. ამიტომ, საჭიროა ჩვენი მოკავშირეების გამოყენება. პირველ რიგში, ევროკავშირის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გარკვეულ რეგიონებში ევროკავშირი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება ჩაერიოს, ვიდრე აშშ. ეს რეგიონიც სწორედ ისეთი რეგიონია, სადაც ევროკავშირს ბევრად მეტი ზეგავლენის ბერკეტები აქვს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა