საქართველოს გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ესტუმრება

30-31 მაისს თბილისს გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი ესტუმრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გენერალი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და მასთან საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმატებულ თანამშრომლობაზე და ავღანეთის ჩრდილოეთში მიმდინარე მისიაში ერთობლივი მონაწილეობის გაგრძელებაზე ისაუბრებს. გარდა ამისა, გენერალი ცორნი შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას.

გენერალი ცორნი გვირგვინით შეამკობს გმირთა მოედანზე მდებარე გმირთა მემორიალს და ასევე კრწანისის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს ესტუმრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა