რომან გოცირიძე - სირიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებული უსუსური პოლიტიკის შედეგია

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლად აღიარებას“ რუსეთთან წარმოებული უსუსური პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ იმუშავა ირანთან, რომელსაც სირიაზე გარკვეული გავლენა აქვს.

"ეს არის პირდაპირი უსუსურობა საქართველოს ხელისუფლების იმ პოლიტიკისა, რომელსაც იგი აწარმოებს რუსეთთან. რუსეთთან რბილი, მომრიგებლური პოლიტიკის შედეგია ის, რომ რუსეთი არასდროს იხდის არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფასს საქართველოსთან დაკავშირებით. არასდროს მომხდარა სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის თავგასულობაში ვლინდება. ამავდროულად, საქართველომ ვერ იმუშავა იმ ქვეყნებთან, რომელსაც სირიაზე დიდი გავლენა აქვთ, თუნდაც იგივე ირანთან, რომელიც არის დღეს სირიის პატრონი. მთლიანობაში რუსეთთან არსებული პოლიტიკა წახალისებაა მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ახლა მოხდა აღიარების სახით", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა