მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღების ინიციატივით გამოდის. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა ლომბარდები ხდება ნაქურდალი ნივთების რელიზაციის საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდები ნებაყოფლობით მოექცევიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქოლგის ქვეშ, მათ ექნებათ უფლება, განახორციელონ ყველა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის რეგულაციით.

"როდესაც ხდება კრიმინალური ფაქტი - სხვადასხვა ნივთის მოპარვა, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთი შემდგომ მიდის ლომბარდში. ანუ ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც არის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ლომბარდებს სურთ ამ ბიზნესში დარჩენა, ასე ვეღარ გაგრძელდება, უნდა დარეგისტრირდნენ. ეს ნიშნავს, კომპიუტერულ სისტემაში ჩართულობას, რომელიც დაინერგება. როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად აღირიცხება ელექტრონულად, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აკონტროლონ, რა ტიპის ნივთი მიდის ლომბარდში. თუ ეს ნივთი ნაქურდალია, ამის აღმოჩენა შესაძლებელია. რადგანაც დღეს არ არის რაიმე რეგულაცია, კრიმინალი იყენებს ლომბარდს", - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე.

"გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების მეშვეობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ინიციატივა 1-ელ ივნისს დარეგისტრირდება პარლამენტში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში